logo_geo
კობა კობალაძის სამუშაო ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება
- +

16 ივლისი. 2021. 15:43

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე იმერეთის რეგიონში გეგმიურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ მორიგი შეხვედრები გამართა ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრებზე კობა კობალაძემ ვეტერანებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება. ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, ეცნობათ, რომ პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.

 

შეხვედრის შემდეგ, თერჯოლაში, კობა კობალაძემ ვეტერანებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

 

სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

 

 

big_banner
არქივი