logo_geo
ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

16 ივლისი. 2021. 18:49

 

 

საქართველოს რაგბის კავშირი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

მას ვირუსი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაუდგინდა, რის გამოც, ნაკრებთან ერთად, საქართველოში ვერ დაბრუნდა.

 

„ამ ეტაპზე იგი იმყოფება საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ექიმების გარდა, ლევან მაისაშვილთან იმყოფებიან ბორჯღალოსნების სამედიცინო შტაბის წევრები. გაცნობებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვავრცელებდით. ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით“, - აღნიშნულია რაგბის კავშირის განცხადებაში

 

 

big_banner
არქივი