logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით
- +

16 ივლისი. 2021. 21:59

 

 

“ბელგიის მიერ  20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

„ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ  20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი