logo_geo
იგეგმება თუ არა შეზღუდვების გამკაცრება
- +

17 ივლისი. 2021. 00:44

 

 

“ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა და პირბადის ტარება თუნდაც დახურულ სივრცეში მკაცრად კონტროლირებადი ყოფილიყო”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, შეზღუდვების გამკაცრება ამ დროისთვის არ იგეგმება.

 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. ალბათ ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა თუნდაც პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა და პირბადის ტარება დახურულ სივრცეში მკაცრად კონტროლირებადი ყოფილიყო“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი