logo_geo
ზვიად კირტავა: უფრო უკეთესი ვაქცინის მოლოდინი არის სახიფათო ტაქტიკა და ჯანმო და ექსპერტები ამაზე მუდმივად მიუთითებენ
- +

17 ივლისი. 2021. 02:47

 

 

“უფრო უკეთესი ვაქცინის მოლოდინი არის სახიფათო ტაქტიკა და ჯანმო და ექსპერტები ამაზე მუდმივად მიუთითებენ”, - განაცხადა პროფესორმა ზვიად კირტავამ “ინტერპრესნიუსთან”.

 

“დელტა“ ვარიანტის გავრცელების ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა გაზარდოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის სამიზნე 60%-დან - 70%-მდე. ევროკავშირმა დამატებითი დოზები მოიმარაგა და განაცხადა, რომ მოსახლეობის 70% იქნება ვაქცინირებული.

 

ყველა ეს ზომა გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები უკვე 30% და მეტია. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მოცვის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, მთავარი ამოცანა არის უსწრაფესად მასობრივი ვაქცინაცია - ნებმისმიერი იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია. უფრო უკეთესი ვაქცინის მოლოდინი არის სახიფათო ტაქტიკა და ჯანმო და ექსპერტები ამაზე მუდმივად მიუთითებენ.

 

უფრო უკეთესი ვაქცინის მოლოდინი არის სახიფათო ტაქტიკა და ჯანმო და ექსპერტები ამაზე მუდმივად მიუთითებენ.

 

დაბალი ვაქცინაციის პირობებში „დელტას“ საფრთხეზე მეტყველებს სამხრეთ აფრიკის და ნამიბიის მაგალითებიც, სადაც თავდაპირველად არსებული „ბეტა“ (სამხრეთაფრიკული) შტამის „დელტათი“ ჩანაცვლებას არა მარტო შემთხვევების გახშირება, არამედ სიკვდილობის მატების პიკი მოჰყვა! მიზეზი კი ისაა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალია…”, - განაცხადა კირატავამ.

 

 

big_banner
არქივი