logo_geo
საქართველოში “ლოკდაუნი” გამოცხადდება?- ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
- +

18 ივლისი. 2021. 01:26

 

“ლოქდაუნის” სურვილი არ გვაქვს, თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითი დღე არის მზარდი, ამ გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

 

“მნიშვნელოვანი არის კერძო სექტორის ჩართულობა და იმ რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება, რომელიც მიწოდებული აქვს კერძო სექტორს. სწორედ, ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, შემოდგომაზე ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას”,- განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე გამოცხადდება თუ არა საქართველოში “ლოკდაუნი” შემოდგომამდე, ტიკარაძე პასუხობს, რომ ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

 

big_banner
არქივი