logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

18 ივლისი. 2021. 11:00

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 701 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 446 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 351, პისიარ-ტესტით – 13 095.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,57 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,92 პროცენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 387481 შემთხვევშეაა გამოვლენილი, მათგან 365019  გამოჯანმრთელდა, 5 551 კი გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია 353 835 პირი, დღიურად აცრილია – 8501. კარანტინის რეჟიმშია 65, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 291 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 088 პირი.

 

გუშინ, 17 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 808 შემთხვევა გამოვლინდა, 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი