logo_geo
ანტისხეულები თუ ვაქცინაცია: რომელი უფრო გვიცავს?
- +

18 ივლისი. 2021. 23:56

 

 

კვლევის თანახმად, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების თითქმის 40% იყო ვაქცინირებული იმ 1%-თან შედარებით, რომლებიც ადრე ინფიცირდნენ.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, პანდემიის ბოლო ტალღის დროს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში რეინფიცირება ნაკლებად ფიქსირდება ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები კორონავირუსის აფეთქების ტალღასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, ადასტურებს, რომ ისრაელის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და აღნიშნული ვირუსისგან ანტისხეულები (ბუნებრივი იმუნიტეტი) იცავს, რეინფიცირების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც იმუნიტეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ გამოუმუშავდათ.

 

კორონავირუსის ბოლო ტალღის დროს, რომელიც მაისში დაიწყო, ვირუსით ინფიცირების 7700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ამ მაჩვენებლის მხოლოდ 72  შემთხვევა დადასტურდა იმ ადამიანებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, ადრე ინფიცირებულები იყვნენ.

 

ახალი შემთხვევების დაახლოებით 40% -ში, ანუ 3000 -ზე მეტი პაციენტი - მოიცავს იმ პირებს, რომლებიც ვაქცინაციის მიუხედავად ინფიცირდნენ.

 

საპირისპირო შემთხვევაში, ვაქცინირებულ ისრაელელს რეინფიცირების 6,72-ჯერ მეტი შანსი აქვს, ვიდრე მათ, ვინც კოვიდ 19-ით ვაქცინის გაკეთების გარეშე ინფიცირდა.

 

აღნიშნულმა შეუსაბამობამ ჯანდაცვის ექსპერტები დააბნია. ზოგი ამბობს, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემები ადასტურებს იმუნიტეტის უფრო მაღალ დონეს, რომელიც ვაქცინასთან შედარებით უზრუნველყოფილია ანტისხეულებით, ექსპერტების ნაწილს კი აღნიშნულ მონაცემებში ეჭვი ეპარება. 

 

იმას, რომ კოვიდ 19-სგან განკურნებულები ვირუსის მიმართ ხანგრძლივ იმუნიტეტს ავლენენ, კლივლენდ კლინიკის კვლევაც ადასტურებს

 

კლივლენდის კლინიკამ შეისწავლა კორონავირუსის ვაქცინაციის ეფექტურობა იმ ადამიანებში, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირდნენ და, ასევე, იმ ადამიანებში,  ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია. ამის შესახებ ინფორმაციას fox8.com კლივლენდის კლინიკის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა იუწყება, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა, არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცვინა უნდა იყოს პრიორიტეტული იმ ადამიანებში, რომლებიც კოვიდ 19-ით არ დაინფიცირებულან.

 

კლინიკაში ამბობენ, რომ აღნიშნული კვლევა იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ იცავს იმუნური სისტემა ორგანიზმს კორონავირუსის დადასტურების შემდეგ.

 

კვლევაში, რომელშიც კლინიკა კლივლენდის 52 238 თანამშრომელი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ „კორონავირუსის ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადრე ინფიცირებულ პაციენტებში ვაქცინის გაკეთების ან ვაქცინაციის გარეშე“.

 

კლივლენდის კლინიკა კვლავ მოუწოდებს ყველას, გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია.

 

რამდენი ხანი მოქმედებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

 

„არ ვიცით, რამდენი ხანი დაიცავს იმუნური სისტემა რეინფიცირებისგან ან კორონავირუსის სხვა შტამებისგან. ჩვენ ძველებურად ვურჩევთ მათ, ვისაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია. აღნიშნული კვლევა ჩატარდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში, რომლებიც არიან ახალგაზრდები და ჯანმრთელები, ვიდრე ზოგადად, მოსახლეობა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოება, იმ შემთხვევაშიც, თუკი კორონავირუსი გადატანილი გაქვთ“, - ამბობს კლინიკა კლივლენდის წარმომადგენელი ტელეარხ FOX 8-სთან საუბარში.

 

 „ამ მონაცემებმა შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესს შეუწყოს ხელი, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინის ნაკლებობაა ან ვაქცინები შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებათ“, - აღნიშნულია  კლივლენდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი