logo_geo
საქართველოზე შეყვარებული იტალიელი, რომელმაც შვილს ჯორჯია დაარქვა
- +

19 ივლისი. 2021. 00:54

 

 

საქართველოზე შეყვარებულმა იტალიელმა მოგზაურმა საქართველოს შესახებ იტალიურ ენაზე 2 წიგნი დაწერა. ფლორენციელი მოგზაურის მიზანი იტალიელებში საქართველოს კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციაა.

 

43 წლის ფრანჩესკო ტრეჩი ქართულ ენასაც სწავლობს. იტალიელმა მოგზაურმა გოგონას ჯორჯიაც კი დაარქვა.

 

ფრანჩესკო „კურიერთან“ ყვება, თუ როდის გაიგო პირველად საქართველოს შესახებ.

 

„იტალიელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ საქართველოში იყო უძველესი ამბანი. ასევე დაწერა, რომ ქართველები არიან ძალიან სტუმართმოყვარეები. მას შემდეგ მე მიყვარს საქართველო. პირველად საქართველოში ჩამოვედი შევარდნაძის დროს, 18 წლის წინ. სულ 7-ჯერ ვარ ნამყოფი. უკვე ერთი წელია პროფესიულად ვსწავლობ ქართულ ენას“,- ამბობს ფრანჩესკო.

 

ფრანჩესკო იტალიაში ქართველ ემიგრანტებსაც იცნობს. სწორედ ისინი ასწავლიან ფრანჩესკოს ქართულ ენას.

 

„ხშირად ვხედავ ქართველ ემიგრანტებს, ისინი ბევრს მუშაობენ. მათი ცხოვრება იტალიაში ძალიან რთულია. ემიგრანტებისთვის ეკლესია მნიშვნელოვანია ,რადგან ეს არის პატარა საქართველოს იტალიაში“,- ყვება იგი.

 

პანდემიის გამო საქართველოში წელს ვერ ჩამოდის, მაგრამ ამბობს, რომ მომავალ წელს თბილისში იქნება. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდეს.

 

 

big_banner
არქივი