logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ მზად, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და გამოწვევებს გარედან და შიგნიდან
- +

19 ივლისი. 2021. 21:11

 

 

“ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პეტრას ციხეზე განაცხადა, სადაც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

 

მან  ციხის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

 

„პეტრა არის სიმბოლური ბევრი, სხვადასხვა კუთხით, რამეთუ ეს არის ის ციხე-სიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა მთელი შავი ზღვის სანაპიროს და იყო ბრძოლის და დაპირისპირების ადგილი, ჯერ ბიზანტიას და სპარსეთს შორის და შემდგომ, უფრო ახლოს, მე-18 საუკუნეში, ოტობანების და რუსეთს შორის დაპირისპირების. პეტრა სიმბოლური არის, რამეთუ პეტრა გახდა ჩვენი ერთობის, დღევანდელი დღის შეხვედრის, სამი ლიდერის და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენ ვსახავთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი მომავალი, ჩვენი ევროპული გზა და როგორი უნდა იყოს ჩვენი შავი ზღვა, თანამშრომლობის გზა და ევროპასთან მიახლოების და შემდეგ შეერთების გზა.

 

იმ ადგილას, სადაც იმართებოდა ბრძოლები, ახლა თქვენი წყალობით, თქვენი აქ ყოფნის შედეგად, პეტრას ციხე გახდა ჩვენი საერთო მიზნების ნიშანი. ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი. ჩვენ განვიხილავთ, რა უნდა იყო ჩვენი სამომავლო გეგმები. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, საერთო წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, საერთო გამოწვევები, ჩვენი უსაფრთხოების და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით, რაც შეიძლება იყოს გარე და შიდა წყაროებიდან, თუმცა, ჩვენ ასევე საერთო გვაქვს ის, რომ არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში. ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებს და გამოწვევებს გარედან და შიგნიდან. ჩვენი ევროპული რეაგირებაში არ მოხდება, არც სტაგნაცია, არც შეყოვნება. მოხდება მხოლოდ წინსვლა, მიზანმიმართულად სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი.

 

ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად.

 

ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია, ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი