logo_geo
ნათია თურნავა: ეკონომიკისთვის, მთავარი რისკი პანდემიაა - ყველა დანარჩენი რისკი მართვადია
- +

20 ივლისი. 2021. 12:50

 

 

„მთავარი რისკი არის პანდემია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეს რისკი შევამციროთ. ყველა დანარჩენი რისკი მართვადია. პანდემიასთან დაკავშირებით, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია გვჭირდება“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება და ეკონომიკის აღდგენა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

 

„ამ ფაქტორთაგან, ერთ-ერთია მიმდინარე რეფორმები. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია სტრუქტურული, დარგობრივი რეფორმები. მეორე ფაქტორია პროგრამები, მათ შორის, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, რომელიც, პანდემიის დროს, გაიზარდა და გაფართოვდა. მესამე ფაქტორია პოლიტიკური სტაბილურობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

big_banner
არქივი