logo_geo
„ჯილდო ცოდნისთვის 2021"
- +

20 ივლისი. 2021. 16:36

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის აგრძელებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“.

 

პროექტის ფარგლებში ონლაინ ტესტირების და ვიდეო კონფერენციის გზით, გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარება სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში.

 

საუკეთესო კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:

 

I ადგილი - ნოუთბუქი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

 

II ადგილი - პლანშეტი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

 

III ადგილი - „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო თემატიკის წიგნები და ასევე, კომპანია Time-სგან დაწესებული Casio G-Shock-ის საათი.

 

IV-X ადგილები - სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

 

კონკურსის ათივე საუკეთესო მონაწილეს, გამომცემლობა „არტანუჯისგან“, ასევე გადაეცემა ისტორიული თემატიკის წიგნები.

 

კონკურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდზე - testebi.mod.gov.ge

 

 

big_banner
არქივი