logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი
- +

22 ივლისი. 2021. 10:39

 

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი