logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაცია არ იცავს საიმედოდ ახალი შემთხვევებისგან...
- +

22 ივლისი. 2021. 20:52

 

 

"ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

 

“ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია, ერთ-ერთი ფაქტორია, დეკემბერ-იანვარში როცა ჩინური ვაქცინა იყო გამზადებული შემოსატანად, მაშინ საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტი და მთავრობას ჩინური ვაქცინა არ შემოატანინეს, "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" მაშინ ვერ იშოვა მთავრობამ, ამიტომ დაგვიანდა. მეზობელმა თურქეთმა და აზერბაიჯანმა მაშინვე დაიწყეს ჩინური ვაქცინა და დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ არიან", - აცხადებს ცერცვაძე.

 

კითხვას - ხომ არ განაპირობა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაგვიანებულმა ვაქცინაციამ, ცერცვაძემ ასე უპასუხა:

 

"ვაქცინაცია არ იცავს საიმედოდ ახალი შემთხვევებისგან.... აცრა ძალიან საჭიროა, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, ისრაელი ჩვენზე გაცილებით აცრილები არიან, მაგრამ ჩვენზე არანაკლები ავადმყოფი ჰყავთ, სამაგიეროდ, სიკვდილობა აქვთ ბევრად ნაკლები",- განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი