logo_geo
იგეგმება თუ არა 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა სხვა ვაქცინითაც
- +

22 ივლისი. 2021. 21:34

 

 

“ამ ეტაპზე 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება”- , ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

 

მისივე თქმით, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, რომ კვლევების საფუძველზე 16 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების აცრა დასაშვები იყოს სხვა ვაქცინების გამოყენების დროსაც.

 

„არ იგეგმება, რადგან მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებიათ და ეს თეორიულადაც არ იგეგმება. ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ „ფაიზერმა“. ახლო მომავალში არ იგეგმება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება. მაგალითად, ჩინური ვაქცინა მოზრდილებში ყველაზე უსაფრთხოა და რატომ უნდა იყოს სახიფათო ბავშვებში. მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა, კვლევას თუ არ ჩაატარებ, არ გაქვს უფლება ბავშვებში გამოიყენო. „ფაიზერმა“ კვლევა ჩაატარა, ის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი კომპანიაა და ორშაბათიდან ჩვენთან იწყება 16 წლიდან აცრა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი