logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: თუ დაახლოებით 3000-მდე შემთხვევა იქნება და მეტი არა, მაშინ კლინიკური სექტორი გაუძლებს, შემდეგ გადაძაბვა მოხდება
- +

22 ივლისი. 2021. 23:13

 

 

“დაახლოებით თუ იქნება 3000-მდე შემთხვევა, მეტი არა, მაშინ კლინიკური სექტორი გაუძლებს”, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა დადო პირობა, რომ თუკი მოხდება კლინიკური სექტორის გადატვირთვა, მაშინ ის უზრუნველყოფს დამატებითი საწოლების მობილიზებას.

 

„გაიმართა ძალიან სერიოზული შეხვედრა ყველა კოვიდკლინიკის ხელმძღვანელთან, ჩვენ კლინიკური ჯგუფი შევხვდით, პირადად მე, მინისტრი, მინისტრის მოადგილე და განვიხილეთ, რისი რესურსი გვაქვს. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დღევანდელ მოცულობას ინფიცირებისა გავუძლოთ წარმატებით და კიდევ ცოტა უფრო მეტს. დაახლოებით თუ იქნება 3000-მდე შემთხვევა, მეტი არა, მაშინ კლინიკური სექტორი გაუძლებს. შემდეგ მოხდება გადაძაბვა, თუმცა მინისტრმა დადო პირობა, რომ ასეთ შემთხვევაში ის უზრუნველყოფს დამატებითი საწოლების მობილიზებას , ექიმების ნაკლებობა არ არის, სუნთქვის აპარატის ნაკლებობა არ არის, ჟანგბადის ნაკლებობა არ არის, მედიკამენტების ნაკლებობა არ არის. ერთადერთი საწოლები... დღეისთვის მობილიზებულია 6000 საწოლი და დაკავებულია 4200 ანუ 1800 საწოლი არის რეზერვში.

 

მე მაინც იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდება. ადამიანებს სჩვევიათ პასუხისმგებლობის ნაკლებობა და რეგულაციების არ დაცვა. განსაკუთრებით ჩვენ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ, როდესაც რაღაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ჩვენმა მოქალაქეებმა ისიც ძალიან კარგად იციან, რომ დაიწყება სოლიდარობა, გონს მოვალთ ყველა და დავიცავთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი