logo_geo
როგორი ამინდი იქნება 24 ივლისს
- +

24 ივლისი. 2021. 02:21

 

24 ივლისიდან 27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ამინდი ქალაქების მიხედვით:

 

დღეს ბათუმსა და ფოთში 27 გრადუსი სითბო იქნება,

 

+27 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც,

 

ზუგდიდშიც ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება,

 

+25 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში,

 

28 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში,

 

ლენტეხში +26, ცაგერში +24, ამბროლაურში კი +25 გრადუსია მოსალოდნელი,

 

25 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალშიც, გორში კი 27 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი

 

+29 გრადუსი იქნება თბილისში,

 

რუსთავში 31 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი,

 

26 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +28 გრადუსია ნავარაუდევი.

 

big_banner
არქივი