logo_geo
12 მოქალაქეს საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
- +

25 ივლისი. 2021. 10:37

 

 

ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების ნომინანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

საპატიო ზუგდიდელის წოდება ბონდო ჯიქიას, თენგიზ შანავას, ციალა პაჭკორიას, მადონა ხარებავას, დეკანოზ ფრიდონ ასათიანს და კლიმენტ კიკალიშვილს მიენიჭათ.

 

ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება კი მიმოზა ცანავას, მართა ანნა გავინეკ-დაგარგულიას, ოთარ გაბელიას, თენგიზ ცერცვაძეს, ნოდარ ჭითანავას და ალექსანდრე ნაჭყებიას მიენიჭათ.

 

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

 

დაჯილდოების ცერემონია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

 

ღონისძიებაში ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კვინტეტი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ და მომღერალი ნანა ჩიქავა მონაწილეობდნენ.

 

 

big_banner
არქივი