logo_geo
თაკო ტაბატაძე: ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს
- +

25 ივლისი. 2021. 22:15

 

 

თაკო ტაბატაძე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქტიურ სამსახიობო ცხოვრებას ეწევა. ახლახან კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა, სადაც საკმაოდ თამამი როლი აქვს. თაკოს გმირი ერთერთი პოლიტიკოსის საყვარელია. გარდა იმისა, რომ მსახიობი, მოცეკვავე, მოდელი და მარკეტოლოგი ლოტბარ გია ბაღაშვილთან ერთად ოთხ საერთო შვილს ზრდის, მუდმივად ახერხებს ფორმაში ყოფნას და მისი კარიერული გზაც წარმატებებით არის სავსე... ორი დღის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. პროფესიული ტრავმა მარტივი არ აღმოჩნდა. ამჟამად ისევ საავადმყოფოშია და იმედი აქვს, მალე დაუბრუნდება სცენას...

 

 თაკო, ფეხის ტრავმაზე მოგვიყევი, რატომ მოხვდი საავადმყოფოში?

 რეპეტიციაზე, ცეკვის დროს, მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე და მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე. წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მქონდა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. პანდემიის გამო ვერ ვახერხებდი ცეკვას და როგორც ჩანს, ჩემი ორგანიზმი მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსი დატვირთვისთვის. ჩემთვის ფიზიკურ ტკივილზე ბევრად უფრო მტკივნეული იყო იმის მოსმენა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვეღარ შევძლებ სრულფასოვან დატვირთვას. მე ძალიან აქტიური ცხოვრების რიტმი მაქვს.

 

ვზრდი ოთხ საოცარ გოგონას, მაქვს რეპეტიციები, გადაღებები, რაც მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. ჩემთვის უფუნქციოდ ყოფნა საშინლად დამთრგუნველია, მაგრამ ემოციურად ძალიან დამეხმარა ის, რომ მიუხედავად ფიზიკური ტკივილებისა, ერთი დღეც არ გავჩერებულვარ. მაინც ვახერხებდი გადაღებებსა და რეპეტიციებზე სიარულს.

 

 

- ცოტა ხნის წინ გამოჩნდი საქართველოში ყველაზე პოპულარულ სერიალში, მოგვიყევი, როგორ მოხვდი?

 

- რამდენიმე კვირის წინ დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და მითხრა, რომ ამ როლისთვის ეძებდნენ მსახიობს. გავიარე კასტინგი და დამამტკიცეს, რაც ძალიან გამიხარდა. მიხარია, რომ სერიალში ჩემ გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემთვის ამ როლის თამაში ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდება ჩემი რეალური ბუნებისგან. ზოგადად, სერიალის სპეციფიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ კრიტიკულად შეაფასო შენი ნამუშევარი და გარკვეული შტრიხები შეცვალო ყოველ ჯერზე. ადრეც მქონია უცხოურ სერიალზე მუშაობის გამოცდილება და ამ პროცესში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი