logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა
- +

26 ივლისი. 2021. 10:46

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 714-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 264 პირს დაუდასტურდა, 1 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი