logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 ივლისი. 2021. 10:50

 

საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 807, „პისიარ“ ტესტით – 9 568.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,52 %, ბოლო 14 დღის – 5,73 %, ბოლო შვიდი დღის –  6,44 %.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 404 023 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 374 753 გამოჯანმრთელდა, 5 714 კი, გარდაიცვალა.

 

სულ აცრილია 404 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 572. კარანტინის რეჟიმშია 62, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 247 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 737 პირი.

 

გუშინ, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა, 1 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

right_banner big_banner
არქივი