თბილისში „ვითიბი ბანკის“ გაძარცვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველი ბანკში სავენტილაციო შახტიდან შევიდა, თუმცა მან თანხის წაღება ვერ მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19-177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.