logo_geo
როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა
- +

26 ივლისი. 2021. 23:13

 

 

ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, დიდუბის მახლობლად მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია.

 

ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.

 

"კლინიკაში შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 21 წლის მამაკაცი, რომელსაც დაეჯახა მატარებელი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. აღენიშნება მარჯვენა მტევნის არეში სისხლმდენი ჭრილობა. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა იმყოფება ჩვენი დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ექიმმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი