logo_geo
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

27 ივლისი. 2021. 22:22

 

 

„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

 

 

right_banner big_banner
არქივი