logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 167 შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა
- +

28 ივლისი. 2021. 10:36

 

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 417-მდე გაიზარდა,“ - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

 

ამასთან, ვირუსს გასულ ორ დღეში კიდევ 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 299-ს მიაღწია.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 495 ადამიანს ჩაუტარდა.

 

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 172 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 46 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 56-ის - საშუალო სიმძიმის.

 

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 24, გაგრაში - 51, ტყვარჩელში - 15.

 

 

big_banner
არქივი