logo_geo
ლაშა ბექაური: წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით
- +

28 ივლისი. 2021. 20:38

 

 „ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით“, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბოლომდე იბძოლა მისი სამშობლოსთვის.

 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ჩემს გულშემატკივარს. მინდა ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს მივულოცო. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო და ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ბოლომდე ვიბრძოლე დღეს ჩემი სამშობლოსთვის, დამიფასდა ეს ბრძოლა, გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ექიმებმა და მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის“, - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

 

big_banner
არქივი