logo_geo
რა იგეგმება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე?!
- +

27 აპრილი. 2017. 22:17


ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რამოდენიმე ბაზრობა და შესაბამისი ადმინისტრაციებია განთავსებული. ეს ტერიტორია მრავალი ათეული წლის განმავლობაში სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი იყო. ბაზრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ექვემდებარება ერთ-ერთ ადმინისტრაციას, რომელსაც გადაწყვეტილი და 2012 წლის შემდეგ დაწყებული აქვს ტერიტორიის რადიკალური რეკონსტრუქცია ახალი თანამედროვე ტიპის განაშენიანების შექმნა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მასშტაბური აღმშენებლობის და რეკონსტრუქციის პროგრამის განხორციელება. მოსაზრებები, რომლებიც ჩადებულია აღნიშნულ საინვესტიციო პროგრამებში, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, (მათ შორის უკვე დანერგილია მზის ენერგიის გამოყენების პროექტი ტერიტორიის განათებისათვის და ა.შ. ) რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მოსახლეობისა და მოვაჭრეების სოციალურ პროგრამებს, მათ შორის დასაქმების პროგრამებს.


ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება - დამტკიცება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან.


ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის წარდგენილი პროექტი უკვე რამდენიმე თვეა თბილისის საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. მასზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს.


ბაზრობის ადმინისტრაცია პროექტის განხორციელებისთვის საკუთარი სახსრებით მილიონობით ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტის მიზანი მარტივია - მოხდეს ტერიტორიაზე არსებული მოვაჭრეების სრული დაკმაყოფილება და პარალელურად, მისი განაშენიანება და იერსახის შეცვლა.


„ელიავა ცენტრის" ტექნიკური დირექტორი ნუგზარ იმნაიშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე 2011 წლიდან დღემდე, როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე ბანკისგან აღებული სესხით დაიწყო მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს უკვე არსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების აშენება, რაზედაც გაიხარჯა არაერთი და ორი მილიონი ლარი.


„პროცესი ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. 2015 წლიდან ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა - საჭირო გახდა ერთის მხრივ ბაზრობის ტერიტორიაზე მყოფი მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინება, მეორეს მხრივ კი გარემოსა და ქალაქის იერსახეზე ზრუნვა. შედეგად, ადმინისტრაციამ დაიწყო ისეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ორივე პრობლემას მოაგვარებდა.

 

პროექტის თანახმად, რომელთა საპროექტო გადაწყვეტა ეყრდნობა უძველეს ქართულ ტრადიციებს, (მაგ შატილი) და მეორეს მხრივ ყველაზე თანამედროვე არქიტექტურულ მიდგომებს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსდება 3, 4 და 5-სართულიანი შენობები, რომლის სახურავებზეც მოეწყობა გამწვანება და დასასვენებელი სივრცე. პროექტი კლიენტების ინტერესების გათვალისწინებასა და მათთვის კომფორტულად მომსახურეობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით არსებულ ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ორსართულიანი პარკინგი რამოდენიმე ათას ავტომობილზე . აქვე გეტყვით, რომ 2011 წლიდან კონკრეტულ ერთ-ერთ მთავარ ნაკვეთზე ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმით",- ამბობს ნუგზარ იმნაიშვილი.


ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საინვესტიციო პროგრამის განხორციელებით, ქალაქის ბიუჯეტში ბევრად მეტი თანხა შევა, პარალელურად კი ათასობით ადამიანის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 12 ათასს აღწევს.


ბაზრობის ტერიტორიის მთლიანად რეკრეაციულ ზონად გადაკეთების იდეა აქვს შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოს", რომელიც თბილისის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობს. თუმცა, ბაზრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მთელი ტერიტორია იყო დაჭაობებული და ნიადაგი ამოვსებული არის სამშენებლო რკინა-ბეტონის და სხვა ნარჩენებით, რაც გამწვანებისთვის გამოუსადეგარია. გასათვალისწინებელია რომ ე.წ. მუშთაიდის ბაღი ელიავას ბაზრობის ტერიტორიიდან დაახლოებით 250 (ორასორმოცდაათი) მეტრზე მდებარეობს. აგრეთვე საყურადღებოა, რომ თავად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც კი ნიადაგი შესაძლებლობას იძლეოდა დღეის მდგომარეობით 4.5 ჰექტარი ბაღია გაშენებული.


„ტერიტორიიდან ამ ფენის გატანა და შემდეგ ნოყიერი მიწის დაყრა დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაჯდება. გარდა ამისა, საუბარია 12 ათასი მოვაჭრის დაკმაყოფილებაზე, რომელთაგან ასობით ადამიანს მაღაზიები ნაყიდი აქვს და სხვა ტერიტორიაზე გადასვლის წინააღმდეგია, ხარჯები ამ მიმართულებით აგრეთვე, მრავალ ათეულ მილიონს აჭარბებს", - აცხადებს ნუგზარ იმნაიშვილი.


ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით საბოლოო შედეგს ვერ ვიღებთ . გაუგებარია ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს.


ნუგზარ იმნაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საინვესტიციო პროგრამის განხორციელება იწვევს ბიუჯეტში გადასახადების მნიშვნელოვან ზრდას, რადიკალურად აუმჯობესებს განაშენიანების ხარისხს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზრდება მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანის შემოსავლები, იქმნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დასვენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გამწვანების ზონები.


თუმცა, გაუგებარია რატომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროგრამასთან რეკრიაციული ბაღის შექმნის იდეის ხელოვნურად დაპირისპირება და ამით როგორც სახელმწიფო, ასევე საჯარო ინტერესების და პოლიტიკური ვითარების გაუარესება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი