logo_geo
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები Agile Spiri 2021-ის ფარგლებში
- +

30 ივლისი. 2021. 12:22

 

 

Agile Spiri 2021-ის ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. Agile Spiri 2021-ის ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვისა და სკოლის მოსწავლეებისათვის მრავალეროვნული წვრთნების, ასევე NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერიც იმყოფებოდა.

 

დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spiri 2021 საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მასში ნატოსა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.

 

 

big_banner
არქივი