logo_geo
რა დროს უნდა ჩანაცვლდეს პირველი დოზის შემდეგ ვაქცინა სხვა ვაქცინით - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
- +

30 ივლისი. 2021. 15:20

 

 

„ვაქცინის პირველი დოზის შედეგ ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოვმა ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად თუ რეაქცია არის „ფაიზერზე“ შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან "ასტრაზენეკა". თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ "ასტრაზენეკა" ან "ფაიზერი"," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

მისივე განმარტებით, წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება - ანაფილაქსიური შოკი. ასევე გამონაკლის შემთხვევად ითვლება "ასტრაზენეკას" შემთხვევაში თრომბოემბოლიური გართულებაც, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა.

 

მისივე განმარტებით, ჩვენებად არ განიხილება მომატებული ტემპერატურა ან სხვა რეაქციები.

 

 

big_banner
არქივი