logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს
- +

30 ივლისი. 2021. 15:21

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს.

 

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება.

 

„ქვეყნისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა 3-ათასიანი ნიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. ბუნებრივია, ვიცით, რომ საქართველოში, უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა ორჯერადად აცრილი ვერ იქნება, ამას ობიექტური დროის ფაქტორი აქვს და ის ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ჩემი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ იქნება. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ მეტია გარდაცვლილი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი