logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ
- +

31 ივლისი. 2021. 14:34

 

 

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

უწყების ხელმძღვანელი, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ახალი, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნას დაესწრო. ახალ სივრცეში, პედაგოგებისთვის, ცალკე სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე აცრას შეძლებენ.

 

„საწყის ეტაპზე, დღეში, ათასი პაციენტი იქნება. ორ დღეში, აცრის დამატებითი ბრიგადა დაემატება, რომელიც, დამატებით, კიდევ ათასი პაციენტის გატარებას შეძლებს. ამასთან, გვერდით სივრცეში, კიდევ 20 ბრიგადას ვამზადებთ - შესაბამისი გამტარობით. ეს გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, ამ სივრცეებში, დღეში, საშუალოდ, 4 ათასი პაციენტის გატარებას შევძლებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღეს საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი.

 

 

big_banner
არქივი