logo_geo
დეკანოზი თეოდორე: მხოლოდ ეკლესიური ლოცვა, ექიმის წამლის გარეშე, არ არის საკმარისი
- +

1 აგვისტო. 2021. 13:48

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებთან კოვიდ-ინფექციის შესახებ შეხვედრა გამართეს. მათ ვაქცინაციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს. მსურველი სასულიერო პირები ადგილზე აიცრნენ.

 

„ჩემთვის გადაწვეტილების მიღების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საპატრიარქო, სინოდალური გადაწყვეტილება, სადაც დააზუსტეს, რომ ეს აცრები არ განიხილება სულიერ საკითხად,  ის სასულიერო საკითხს მოკლებულია და არის ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი.

 

ბევრ მამას აქვს ნათქვამი, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ ეკლესიური ლოცვა არის საკმარისი და ექიმის წამალი არა, ძალიან ცდებაო. ამავდროულად, ისიც ცდება, თუ ვინმე მხოლოდ ექიმის წამალს იღებს და სულიერ წამალს ლოცვის სახით არა.

 

ორივე არის ღვთისაგან. ერთი სულს კურნავს, მეორე ხორცსო“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ.

 

 

big_banner
არქივი