logo_geo
თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა
- +

1 აგვისტო. 2021. 16:36

 

 

24 დასახელების სამხედრო დანიშნულების სანივთე, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა ახალგაზრდულმა ლეგიონმა თავდაცვის უწყებისგან მიიღო. აღჭურვილობა ვაზიანის აეროდრომზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დაათვალიერეს. სამხედრო, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უვადო სარგებლობაში გადაეცა.

 

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის სამწყობრო მოედანზე ქონების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ხელმოწერაც გაიმართა. თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. ლეგიონერების საქმიანობა ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

 

big_banner
არქივი