logo_geo
ზურა ბაკურაძის საფლავზე მისი ცხენი მივიდა
- +

1 აგვისტო. 2021. 22:40

 

 

„ქართული ხმების” სოლისტის ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მეგობრები მომღერალს უკანასკნელად ემშვიდობებიან.

 

ზურა ხაჩიძე: დღეს უფალთან წარსდგება ზურაბი თავისი სუფთა ცხოვრებით! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ამინ;

 

დავით არჩვაძე: „რაჭის მთებიდან“ პირდაპირ ღმერთთან გაფრინდება შენი სული დღეს ზური. დიდება შენს ნათელ ადამიანობას და სიკეთეს, რომელიც დათესე და დატოვე ამ ქვეყნად სამარადჟამოდ

 

ანი ქავთარაძე: 40 დღე გაფრენილა ზურიკელა და გულწრფელად, არცერთი დღე არ გასულა, არ გამხსენებოდი… საბოლოოდ გაფრინდები უსასრულობაში და დაგვიტოვებ ფიქრს, ამ, მართლაც წუთიერ სოფელზე, იმაზე, რომ ასე, უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს!

ნათელში იყავი, ყველას ზურიკელავ, მხნეობა და გამძლეობა მიეცი შენს ოჯახს. შენს შვილებში და მთელი საქართველოს გულებში გააგრძელებ ცხოვრებას, ამაში დარწმუნებული ვარ. შენს სახელს დავიწყება არ უწერია.

 

მაია ტოგონიძე: 40 დღეც მიილია, ჩემო ზურიკუნა, შენ ჩემი სიძეც იყავი და შვილიც, ჩემო თბილო და ტკბილო, როგორი მოუშუშებელი გულის ტკივილი დაგვიტოვე ჩვენც და უპირველეს ყოვლისა შენს ცოლ-შვილს.

 

მიყვარხარ და მეამაყები და ასე იქნება მანამ, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით იმიერ საქართველოში, შენი ცოლ-შვილისთვის კი მუდამ საამაყო და თბილ მამიკოდ და მეუღლედ დარჩები. შეხვედრამდე, ჩემო ყველაზე საუკეთესო.

 

დავით არჩვაძემ და ნანა ცინცაძემ ზურა ბაკურაძეს გარდაცვალების შემდეგ სიმღერა დაუწერეს.

 

რაჭაში, იქ, სადაც ზურა ბაკურაძის ცხედარი მიწას მიაბარეს, მისი ოთხფეხა მეგობარიც მივიდა.

 

„ზურიკელა, დღეს შენ საფლავზე მოსული, შენი ოთხფეხა საუკეთესო მეგობარი მოვისიყვარულეთ. როგორ გაგვიხარდა მისი დანახვა რომ იცოდე, გვიყვარხარ და სულ ჩვენს გულში იქნები“, – დაწერა ლიკა სულაძემ და შესაბამისი ფოტოები გაავრცელა.

big_banner
არქივი