logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: კლინიკაში შემოსული 100 ყოველი ავადმყოფიდან, ვახერხებთ და 98,6% გადავარჩინეთ
- +

1 აგვისტო. 2021. 23:25

 

 

„თუ ვინმე პაციენტს ეტყვის, რომ უნდა მოიტანონ მედიკამენტი, უნდა უთხრან „არა“. სახელმწიფოს პოლიტიკა, გადაწყვეტილება და დადგენილებაა, რომ სამინისტრო ანაზღაურებს ყველაფერს,“ - ასე გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი კლინიკაში კოვიდ-პაციენტს სამკურნალო პრეპარატის საფასურის გადახდა მოსთხოვეს.

 

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის აზრით, პრობლემაა ის, რომ კლინიკები საერთო „გაიდლაინს“ არ მიჰყვებიან, საბაზისო სტანდარტს იცავენ, მაგრამ რეკომენდაციებს - ნაკლებად.

 

„სავალდებულო სტანდარტს უკვე ყველა კლინიკა ფლობს ძალიან კარგად და თუ პაციენტი არასტანდარტულია და ძნელი სამართავია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მათ ვეხმარებით. მიმაგრებულები არიან წამყვანი კლინიკების სპეციალისტები - ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები შედარებით ნაკლებად გამოცდილ კლინიკებზე ან, თუ ეს აუცილებელია, პაციენტები გადმოგვყავს“, - აცხადებს ცერცვაძე.

 

ცერცვაძის თქმით, ამის მიუხედავად საქართველო ახერხებს წარმატებით მართოს აქტიური კოვიდპაციენტების უპრეცედენტოდ დიდი რიცხვი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი ინფიცირებულებთან მიმართებაში უკეთესია, ვიდრე აშშ-სა და ევროპის 30-მდე ქვეყნის.

 

„კლინიკაში შემოსული 100 ყოველი ავადმყოფიდან, ვახერხებთ და 98,6% გადავარჩინეთ“, - ამბობს ცერცვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი