logo_geo
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

2 აგვისტო. 2021. 02:51

 

 

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლაურის, აგლაძისა და დიდუბის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ჯანჯღავას, კაჭარავასა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს ხევის, წყნეთის ხევის, აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, რიგის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძისა და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის ხევის, ყიფშიძის, მიქელაძისა და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, გომის, სალმისა და ზდანევიჩების ქუჩების მოსახლეობას.

 

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, წულუკიძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მოსახლეობას.

 

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, პოლიციის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, სურგულაძის, გახოკიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, პიკასოს, მუზაშვილის, შევარდენიძის, საბურთალოს, საირმისა და შარტავას ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, სტრაბონის, ვეფხისტყაოსანისა და ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას.

 

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაისუბნის, დოქისა და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

ნაძალადევის რაიონი – 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის XI მიკრორაიონის I კვარტლისა და ავშნის ქუჩის მოსახლეობას.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

 

 

right_banner big_banner
არქივი