logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი იაკობ ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის აღებას ულოცავს
- +

2 აგვისტო. 2021. 16:38

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, იაკობ ქაჯაიას გამარჯვებას ულოცავს.

 

„მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“, - წერს მთავრობის მეთაური.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

 

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედალია. ერთადერთი ოქრო 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი