logo_geo
დმიტრო კულება: უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წაწევა უნდა იყოს
- +

3 აგვისტო. 2021. 00:02

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა განსაზღვრონ.

 

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კონსტრუქცია „პოსტსაბჭოთა სივრცე“, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები იყენებენ, მოძველდა. დმიტრო კულებას განმარტებით, უკრაინა დასავლეთის ნაწილია და ევროკავშირმა და ნატომ ის ამგვარად უნდა განიხილონ.

 

„უკრაინის შემთხვევაში, საუბარია დასავლურ სამყაროში ჩვენი სახელმწიფოს ადგილის ინსტიტუციალიზაციაზე. დროა, აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა განსაზღვრონ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა და დასავლელმა პარტნიორებმა რეგიონის ამბიციური სტრატეგია უნდა შეიმუშაონ.

 

„უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ წაწევა უნდა იყოს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი