logo_geo
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი
- +

3 აგვისტო. 2021. 00:48

 

 

„ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით გაკეთდა“, - განაცხადა  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას.

 

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, თბილისელებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე. ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით გაკეთდა. ასე იყო ყოველთვის. დედაქალაქზე შეყვარებულმა ადამიანებმა დაწერეს თბილისის დიდი ისტორია. გვაჩვენეს თანაცხოვრების, ტოლერანტობის, თბილისელობის მაგალითები და რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე იქნება.

 

დღეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს დედაქალაქის 10 რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ადამიანებს, რომელთაც თბილისელების მხარდაჭერის შემთხვევაში ქალაქისა და თითოეული აქ მცხოვრები მოქალაქის წინაშე მომავალი 4 წლის განმავლობაში საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი