logo_geo
მზექალა შანიძე: კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა
- +

4 აგვისტო. 2021. 10:16

 

ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

 

95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

 

როგორც მზექალა შანიძე ამბობს, კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს. 

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით.

 

big_banner
არქივი