logo_geo
ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე დღეს იასპარეზებს
- +

4 აგვისტო. 2021. 10:30

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ერთვება. ქართველი ძალოსანი ასპარეზს თბილისის დროით 14:50 წუთზე დაიწყებს.

 

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში ლაშა ტალახაძემ 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ის ზედიზედ სამჯერაა დასახელებული, არის უამრავი მსოფლიო რეკორდის ავტორი.

 

ლაშა ნინო სალუქვაძესთან ერთად წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის მედროშეა. სწორედ მათ წარადგინეს ქვეყანა ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონიაზე.

big_banner
არქივი