logo_geo
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

4 აგვისტო. 2021. 17:52

 

 

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახის მიერ უკვე  იდენტიფიცირებულია.

 

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.

 

ცნობისთვის, მამაკაცს მტკვარში 2 აგვისტოდან ეძებდნენ.

 

 

big_banner
არქივი