რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.
საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.
ცნობისთვის, მამაკაცს მტკვარში 2 აგვისტოდან ეძებდნენ.