logo_geo
აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა
- +

8 აგვისტო. 2021. 21:38

 

 

დაკარგული ტერიტორიები, სახლები, კარ-მიდამოები და ყველაზე მწარე – მოკლული შვილები, დაკარგული თაობა… გამორჩეულ მეომრებს მშობლებიც გამორჩეულები ზრდიან ალბათ, რადგან მათთვის ნუგეში და სიამაყეა ის, რომ შვილები გმირები არიან, შვილებმა სამშობლოსათვის დაკარგეს სიცოცხლე, შვილები მაგალითი და სიმბოლო არიან საქართველოს სიყვარულისა…

 

ომი, რომელშიც ზოგმა მშობელი დაკარგა, ზოგმა – შვილი, ოჯახის წევრი,ნათესავი, მეგობარი, ჩვენ კი – ქართველი ვაჟკაცები…ეს ომი მარადიული ტკივილია… დღეს, ტრადიციულად, პატივი მიეგო ლეჩხუმელი გმირის, აგვისტოს ომში, რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.

 

გმირის საფლავი სოფელ ჩხუტელში გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანასოფლელებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი