logo_geo
გენო პეტრიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
- +

9 აგვისტო. 2021. 14:22

 

 

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტოკიო 2020-ზე ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის დედამ, სოფო პეტრიაშვილმა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ჩემო საყვარელო ხალხო, დიდი მადლობა ყველას გენოს გამხნევებისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის, უამრავი წერილი მომწერეს ნაცნობებმაც და სრულიად უცხო ხალხმაც. გვამხნევებენ და მომავალში ოქროს ელოდებიან, უფლის ნებაა ყველაფერი, მადლობა უფალს ყველაფრისათვის, გენო კი ვალდებულია, ეს დიდი სიყვარული მთელი ქვეყნის დააფასოს და გაახაროს თავისი ერი!!!“ – წერს სოფო პეტრიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში დასრულებულ ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალში ამერიკელ გეიბლ სტივენსონთან ბოლო წამზე 10:8 დამარცხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი