logo_geo
ქობულეთში სასაფლაოები გაძარცვეს
- +

12 აგვისტო. 2021. 15:25

 

 

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში სასაფლაოები გაძარცვეს. მძარცველებმა სასაფლაოდან რკინის კონსტრუქციები წაიღეს.

 

ადგილობრივები ყვებიან, რომ სასაფლაო ზედამხედველობის გარეშეა, არ არის გარეგანათება, არც დარაჯი ჰყავს ტერიტორიას, შესაბამისად, საფლავების გაქურდვის ფაქტებიც ხშირია.

 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააანონსა საფლავების მოვლა-პატრონობისთვის აიპი სამსახურის შექმნა, იგი დღემდე დღემდე არ არსებობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი