logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით
- +

17 აგვისტო. 2021. 11:41

 

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არც ერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება, დღემდე, ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩენილა. ამასთან, როგორ მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა.

 

ტიკარაძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

 

„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებათ. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადი რეანიმაციულ საწოლზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

big_banner
არქივი