logo_geo
კორონავირუსს „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა
- +

18 აგვისტო. 2021. 13:13

 

 

კორონავირუსით „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.

 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი