logo_geo
ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო – მოგზაურობიდან 2 წლის თავზე ისინი უკვე საქართველოში არიან
- +

21 აგვისტო. 2021. 20:36

 

 

გერმანელმა მეგობრებმა, მელი და დანიელმა 2 წლის წინ ბავარიიდან აიღეს გეზი და ველოსიპედით მსოფლიოს შემოვლა გადაწყვიტეს. რამდენიმე დღის წინ მათ საქართველოს საზღვარი გადმოლახეს.

 

საქართველო მათი მოგზაურობის მე-17 ქვეყანაა, თუმცა პირადად მათთვის ნომერ პირველი – თავი არსად უგრძნიათ ისე კარგად, როგორც საქართველოს ბუნებაში. ორი თვე გაგრძელდა მათი მოგზაურობა შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთამდე და ქუთაისის გავლით თბილისამდე.

 

ბავარიელი ველო მოგზაურების შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

 

„ამ კვირაში საელჩოს ორი განსაკუთრებული გერმანელი შეხვდა თბილისში: მელი და დანიელი ბავარიიდან უკვე თითქმის ორი წელია ველოსიპედებით მოგზაურობენ მსოფლიოში.

 

საქართველო მათი მოგზაურობის მე-17 ქვეყანაა, თუმცა პირადად მათთვის ნომერ პირველი – თავი არსად უგრძნიათ ისე კარგად, როგორც საქართველოს ბუნებასა და მის გულითად ადამიანებს შორის. ორი თვე გაგრძელდა მათი მოგზაურობა შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთამდე და ქუთაისის გავლით თბილისამდე.

 

გზაში ისინი იღებენ ვიდეო-მასალას Youtube-ისა და კინოფილმისათვის, რომელმაც უნდა აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ და შეიგრძნობენ ისინი მსოფლიოს. ველოსიპედით მოგზაურობა ერთდროულად ნელი და ინტენსიურია, სავსეა გამოწვევებით და ამასთანავე არ არის სტრესული, მდგრადი და იაფია. აქედან გამომდინარე მათი მთავარი გზავნილია: „მეტი ადამიანი ველოსიპედზე!“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი