logo_geo
სალომე ღვინიაშვილის 97 წლის ბებია „ფაიზერით“ აიცრა
- +

22 აგვისტო. 2021. 00:01

 

 

მოდელის და ტელეწამყვანის, სალომე ღვინიაშვილის 97 წლის ბებია ​„ფაიზერით“ დღეს აიცრა. „როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ასაკში მყოფმა თათული ღვინიაშვილმა კორონავირუსი გასული წლის ნოემბერში გართულებების გარეშე დაამარცხა.

 

ვაქცინის გაკეთების შემდეგ ქალბატონი თათული თავს კარგად გრძნობს და უკვე მეორე დოზის მომლოდინეთა რიცხვში ირიცხება. „პრაიმტაიმი“ მის შვილს, მია ღვინიაშვილს ესაუბრა.

 

 

 

„დედა კორონავირუსით ნოემბერში დაინფიცირდა. არ გრძნობდა თავს კარგად, მაგრამ მაინც გართულების გარეშე ჩაიარა მკურნალობის პროცესმა. მისი აცრის გადაწყვეტილება შვილებმა მივიღეთ, თუმცა თვითონაც ჰქონდა სურვილი. აიცრა „ფაიზერით“, თუმცა ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ იყო, რომელი ვაქცინაც არ უნდა ყოფილიყო მაინც აიცრებოდა. ეს პირველი დოზაა და თავს გრძნობს კარგად.“ – ამბობს მია ღვინიაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი